მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები მხოლოდ "ვარკეთილიდან" "სადგურის მოედნამდე" მოძრაობენ|განცხადება

ვარკეთილის მეტრო

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია იტყობინება.

უწყების ცნობით, მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები მხოლოდ "ვარკეთილიდან" "სადგურის მოედნამდე" მოძრაობენ.

"თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, მოძრაობა ზონალურად მიმდინარეობს. მატარებლები მოძრაობენ მს „ვარკეთილიდან“ მს „სადგურის მოედნამდე“, ხოლო მს „სადგურის მოედნიდან“ მს „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებულია.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი გასულია.

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!", - წერია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები