მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტროს სადგურების რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი მესამედ ცხადდება

5bfbb5035aa59
თამუნა დემეტრაშვილი
26.11.18 13:40
727
თბილისის მეტროპოლიტენის სამი სადგურის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი მესამედ გამოცხადდა. ამჯერად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გათვალისწინებული თანხის ოდენობა 270 ათასიდან 320 ათას ლარამდე გაზარდა.

აღნიშნულ ლოტზე ტენდერი მიმდინარე წელს უკვე ორჯერ იყო გამოცხადებული, თუმცა ინტერესეი არავის გამოუხატავს და ტენდერები არ შედგა. ამჯერად უწყება კიდევ ერთხელ შეეცდება დაინტერესოს საპროექტო კომპანიები.

შეგახსენებთ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ ,,სადგურის მოედანი 1”-ის, ,,სადგურის მოედანი 2”-ის და ,,სადგურის მოედანი 3”-ის საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციები უნდა მოამზადოს. გათვალისწინებულია მეტროსადგურების სრული კაპიტალური რემონტი. ტენდერის პირობების მიხედვით დოკუმენტები მზად ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები