მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეტროს თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია"

5ae957dfad442
მეგი კავთუაშვილი
02.05.18 10:16
1106
თბილისის მერი მეტროპოლიტენის თანამშრომელთა დაანონსებულ გაფიცვას დღეს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, მეტროპოლიტენში დასაქმებულებთან არაერთი შეხვედრა შედგა.

"არაერთი შეხვედრა გაიმართა მათთან და კარგად ავუხსენით, რომ შეუძლებელია იმის დაკმაყოფილება, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის შრომა რასაც ისინი ეწევიან, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები. არ მივიღებ მხოლოდ მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებას. ჩემი გადაწყვეტილებები ყოველთვის გაითავალისწინებს მთელი მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა მდგომაროების გაუმჯობესებას და არა ერთი ჯგუფის. ეს დამოკიდებულება და მიდგომები სრულად მიუღებელია. ისევე როგორც მიუღებელია, პროფესიული კავშირის წევრები რომ სრულიად მუნიციპალიტეტის სახელით საუბრობენ. მეტრო გაიხსნება თუ არ გაიხსნება ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ჩვენ. მინდა მკაფიოდ განვუცხადო , რომ მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ასევე სხვა დღეებში და მოემსახურება მოსახლეობას. „ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილი ხელფასების გაზრდას ითხოვს. მემანქანეები და სხვა თანამშრომლები 3 მაისს საპროტესტო აქციას და მეტროს გაჩერებას აანონსებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები