მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა და გარდაიცვალა. მედიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები ვრცელდება.
სატრანსპორტო კომპანია BM.GE-ს უდასტურებს ფაქტს, რომ ახალგაზრდა მამაკაცია ლიანდაგებში ჩავარდნილი და გარდაიცვალა. მეტი დეტალისთვის კი კომპანიამ შსს-თან გადაგვამისამართა.
BM.GE არკვევს დეტალებს და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.