თბილისში, მეტროსადგურ "სამედიცინო უნივერსიტეტის" ჩასასვლელში წყალი ჩავიდა. ვითარების ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დატბორილია ქალაქის ქუჩების ნაწილიც.
bm.ge ცდილობს საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და თბილისის მერიასთან დაკავშირებას, მათი პასუხის შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

























