მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო - შსს

მეტრო
10.12.24 22:50
1634

მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

პირველ არხი ინფორმაციას ავრცელებს, რომ აღნიშნულის შესახებ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მამაკაცს ხელი ჰკრეს, რის შემდეგაც ის ლიანდაგებში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. მომხდარის გამო თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები