თბილისის მეტროს მეორე - საბურთალოს ხაზზე, ვაჟა-ფშაველას სადგურზე, მოძრაობა განახლდა. ამის შესახებ Bm.GE-ის თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს.
დღეს დილის 9 საათინდა 10 საათამდე მონაკვეთში ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურზე, მატარებლის სავალ ნაწილზე მგზავრი ჩავარდა, რის გამოც მეტროს მეორე ხაზზე გადაადგილება სადგურის მოედნიდან დელისის მეტრო სადგურამდე იყო შესაძლებელი. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური მუშაობდნენ.