თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.
მათი ცნობით, შეფერხება გამოიწვია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ჩიხში ტექნიკურმა პრობლემამ.
"ადგილზე იმყოფება კომპანიის შესაბამისი სამსახურები ხარვეზის დროული აღმოფხვრის მიზნით. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მს „ვარკეთილიდან“ მს „გურამიშვილამდე“ და პირიქით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.