ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგურები "სახელმწიფო უნივერსიტეტი" და "ვაჟა-ფშაველა" მგზავრებს ვერ ემსახურება. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლები, დღეს დილიდან დროებით მოძრაობენ სადგურ "დელისიდან" "სადგურის მოედნამდე".
"სახელმწიფო უნივერსიტეტისა" და "ვაჟა-ფშაველას" სადგურები ვერ ემსახურებიან მგზვრებს, რაც გამოწვეული საბურთალოს ხაზის ამ უბანში არსებული ტექნიკური ხარვეზით.
კომპანიის წარმომადგენლები და სამუშაო ჯგუფები ადგილზე არის და მუშაობენ პრობლემის გამოსასწორებლად. აღნიშნული სადგურები გაიხსნება მგზავრებისთვის, მას შემდეგ, რაც მოხდება ხარვეზის გამოსწორება"- ნათქვამია განცხაადებაში.