მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტროში საბურთალოს ხაზს მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა დაემატა

5948e6f4be409
BM.GE
20.06.17 13:05
1008
პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. ამ დრომდე მოძრაობდა 6 3-ვაგონიანი შემადგენლობა. მოთხოვნის შესაბამისად, დილიდან დაემატა მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა. სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები დღის განმავლობაში დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადებს და საჭიროების შემთხვევაში, საბურთალოს ხაზს კიდევ ერთი სამვაგონიანი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.

თუ ახლა მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი 4,5 -5 წუთია, ახალი შემადგენლობის დამატება გამოიწვევს მოძრაობის ინტერვალის 25 წამით შემცირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები