მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეწარმე ქალების მხარდამჭერი გამოფენა-გაყიდვა “ბაზარი ორბელიანზე”

მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით, 8-9 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია და „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების მხარდამჭერ გამოფენა-გაყიდვას მართავენ, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ და შეიძინონ ნაწარმი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქალები ქმნიან, არამედ ადგილზევე შეიძინონ ისინი. ინიციატივის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალი მეწარმეების საქმიანობას, დაეხმაროს მათ, მოიძიონ გასაღების ახალი ბაზრები და პერსპექტიული სივრცეები, დაამყარონ სასარგებლო კავშირები და შეინარჩუნონ ის პოზიტიური დინამიკა, რომელსაც ბოლო წლებში შემოსავლის მომტანი საქმიანობების განვითარების კუთხით მიაღწიეს.

სტუმრები: ანა ბარათაშვილი - „ბაზარი ორბელიანზე“ პროექტის მენეჯერი;

ქეთევან შუბაშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები