მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - რა გველოდება უქმეებზე?

ამ უქმეებზე ექსპო ჯორჯია მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 21-22 ოქტომბერს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 160 მეწარმე ქალი მიიღებს. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სათამაშოებს, ავეჯს, დეკორსა და სხვა ნივთებს წარუდგენენ. 

გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა. იგი ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, საინტერესო ბიზნესკავშირების დამყარებასა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას. 

სტუმარი: ქეთი შუბაშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები