მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწარმე ქალთა ფორუმი

ეკონომიკური გენდერული უთანასწორობა საქართველოსთვის კვლავ გამოწვევაა, რაც ბიზნეს აქტივობებში ქალთა არასაკმარისი მონაწილეობით გამოიხატება. ამ გამოწვევების საპასუხოდ, გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს ბანკი, შვედეთის ხელშეწყობით, აქტიურად უჭერენ მხარს მეწარმე ქალებს და ხელს უწყობენ მათ წარმატებას საქართველოს ბიზნეს სივრცეში. 18 ივნისს, თბილისში გამართულ ბიზნეს ფორუმზე, 150-მდე მეწარმე ქალი შეიკრიბა და ერთმანეთს საკუთარი წარმატების ისტორიები და გამოწვევების დაძლევის გამოცდილება გაუზიარა. ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ მეწარმე ქალები საქართველოს 12 რეგიონიდან, რომლებიც აქტიურად ჩართულები არიან UNDP-სა და საქართველოს ბანკის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები