საქართველოს ბანკი აგრძელებს მეწარმეობის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ჩართულობით, ახორციელებს მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას, რომლის ფარგლებში ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე სრულ მხარდაჭერას სთავაზობს.
სტუმრები: ირაკლი ვანიშვილი - "საქართველოს ბანკის" მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი;
ანა ჩხეიძე - გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის პროექტის კოორდინატორი