მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა”/საქართველოს ბანკის მე-18 ნაკადს მასპინძლობს;

„საქართველოს ბანკი“ მეწარმეობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბათუმში „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მე-18 ნაკადი გაიმართა. მის ფარგლებში, მონაწილე ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ, ჩართულიყვნენ ინტენსიურ ვორკშოპებში და ბიზნესის მართვისა თუ განვითარების კუთხით ცოდნა და პრაქტიკული უნარები გაეღრმავებინათ.„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და „საქართველოს ბანკი ბიზნესის“ ხელშეწყობით ხორციელდება. პროგრამა 360-გრადუსიან მხარდამჭერ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ქალ მეწარმეებს სრულფასოვან ეკოსისტემას სთავაზობს - იდეის ჩამოყალიბებიდან მის წარმატებულ განხორციელებამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები