მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწარმეები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩინეთში, მონაწილეობას მიიღებენ იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში - ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, შანჰაის მერთან, ამავდროულად გვექნება შესაძლებლობა, ხელი მოვაწეროთ არაერთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, - ეს "ქართული ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის.

„ამავდროულად გვექნება შესაძლებლობა, ხელი მოვაწეროთ არაერთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, რომელიც ცალსახად ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადაიყვანს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთაშორის ურთიერთობებს.

დარწმუნებული ვართ, რომ ამ მემორანდუმებით, ისევე როგორც იმ შეხვედრებით, რომლებიც ამ ვიზიტის ფარგლებში გვექნება, უახლოეს მომავალში ხელშესახებ შედეგებს ვნახავთ, რაც გააუმჯობესებს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვას, გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი მეწარმეები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩინეთში, მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, სადაც საქართველო პირველად წარდგება, როგორც საპატიო სტუმარი. მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაამყარონ ურთიერთობები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

"ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი ჩინეთში უკვე დაიწყო. დელეგაციის წევრებს შორის არიან მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები