ქსელურ მარკეტებში არსებულ კაბალურ პირობებზე მცირე და საშუალო ბიზნესი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა, რამაც დღის წესრიგში დააყენა სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის საკითხი. დარგობრივი ასოციაციები ამბობენ, რომ დღეს მეწარმეებს, რითეილ სექტორსა და დისტრიბუტორებს შორის არსებული ურთიერთობის დარეგულირების საჭიროებაა. მათი თქმით, კანონპროექტზე, რომელზეც მუშაობა ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო ამ ეტაპზე გაჩერებულია, თუმცა ბიზნესი ახალი პრემიერ მინისტრის პირობებში იმედოვნებს, რომ საკითხი გააქტიურდება. რა გამოწვევებს ხვდება ბიზნესი ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციის პროცესში და გადაწყვეტს თუ არა პრობლემებს სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტი?