მეწარმეებს, რომლებმაც პროტესტის გამო მერიის საშობაო ბაზრობაზე უარი თქვეს, ინლაინ პლატფორმა Happy EU Year გააერთიანებს.
განცხადების მიხედვით, პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ არა მხოლოდ კატეგორიების მიხედვით მარტივად შეარჩიოთ საახალწლო საჩუქრები თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის, არამედ, სოლიდარობა გამოუცხადოთ მეწარმეების პროტესტს.
"მიგვაჩნია, რომ წელს დედაქალაქის ქუჩებში პროტესტის ხმა ყველგან უნდა ისმოდეს!
ასეულობით მეწარმემ ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მხარდასაჭერად უარი თქვა მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზარში მონაწილეობასა და წლის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პერიოდში შემოსავლის მიღებაზე, ჩვენ კი ისინი ონლაინ პლატფორმა Happy EU Year-ზე გავაერთიანეთ.
პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ კატეგორიების მიხედვით მარტივად შეარჩიოთ საახალწლო საჩუქრები თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის და სოლიდარობა გამოუცხადოთ ამ მეწარმეების პროტესტს.
მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ დავიბრუნოთ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი ახალი წელი"!