მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეცნიერებათა აკადემიის წევრებისთვის 110 ათასი ლარის პრემიის გაცემისთვის მთავრობამ ნებართვა გასცა

მეცნიერებათა აკადემია როინ მეტრეველი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 154 თანამშრომელს მთავრობა ხელფასის 50%-ის ოდენობის პრემიას ჩაურიცხავს - ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებაში არის საუბარი. დოკუმენტში მითითებულია, რომ 110,000 ლარი მეცნიერებათა აკადემიამ საკუთარი ბიუჯეტიდან უნდა გამოყოს. ასევე მითითებულია, რომ აკადემიის მთლიანი ბიუჯეტიდან 79,000 ლარის დამატებით შრომის ანაზღაურების მიმართულებით გაცემა შეეძლება.

2025 წლის მდგომარეობით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიუჯეტი 5.8 მილიონ ლარს შეადგენს. აკადემია სულ 164 პირს ასაქმებს და მას თსუ-ს ყოფილი რექტორი (1991-2004 წ.წ.) როინ მეტრეველი ხელმძღვანელობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები