მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწყრისა და ქვების ცვენის გამო ონი-საკაოს გზა ჩაკეტილია – 4 სოფელთან კავშირი შეზღუდულია

მეწყერი ონში

ონის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ონი-საკაოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია. შედეგად, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი ოთხ სოფელს: საკაოს, მაჟიეთს, ბორცოსა და ხიდეშლებს შეეზღუდა.

ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქვის ლოდების ინტენსიური ცვენა ფიქსირდება, რის გამოც შეზღუდვა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით დაწესდა.

მერიის ინფორმაციით, მეწყრის შედეგად, სავარაუდოდ, ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ბოძი დაზიანდა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდებაც შეწყდა.

მერიის განმარტებით, გეოლოგების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მიღების შემდეგ გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები