საქართველოში რთველი დასასრულს უახლოვდება - ღვინის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე გადამუშავებულია 323 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. კახეთში, სადაც რთველი პრაქტიკულად დასრულებულია, 314 ათას ტონამდე მოსავალი მიიღეს, რაჭაში კი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის გადამუშავებამ 3.6 ათას ტონას მიაღწია. პარალელურად, რთველი გრძელდება ლეჩხუმში, სადაც საპროგნოზო მოსავალი 1 300 ტონამდეა. ტრადიციულად, პროცესში ჩართულია სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიაც“, რომელიც ჭარბ და ხარისხის მიხედვით დახარისხებულ ყურძენს ჩაიბარებს, რაჭაში კი მოქმედებს სუბსიდირების პროგრამა 1 კილოგრამზე 4-ლარიანი დანამატით. რამდენად ეფექტურია სახელმწიფო ჩარევა და სუბსიდირების პოლიტიკა, რა გამოწვევების წინაშე დგას მევენახეობა-ღვინოების სექტორი და როგორ აისახება ეს მოსავლის ხარისხსა და ბაზარზე?
სტუმარი: იაგო ბიტარიშვილი - კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელი






























