მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მევენახეების შემოსავალი ბოლო ათწლეულების მაქსიმუმზეა

5bade45bd16a6
თათია ჩაფიჩაძე
28.09.18 12:15
1765
ბოლო მონაცემებით, კახეთში მევენახეების შემოსავალმა 232 მლნ ლარს მიაღწია. ამ დროისთვის კი უკვე 167 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. წელს კახეთში არასუბსიდირებული რთველი მიმდინარეობს. ყურძნის ჩაბარების ღირებულება კი საფერავის შემთხვევაში 2 ლარი, ადგილწარმოშობის -3, ხოლო რქაწითელის ჯიშის შემთხვევში 70-80 თეთრია.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ყურძნის უდიდესი ნაწილი უკვე გადამუშავებულია და რთველი 2018 კახეთში ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. მათივე ინფორმაციით, მევენახეების შემოსავალი წელს ბოლო ათწლეულების მაქსიმუმზეა.
კახეთის პარალელურად რთველი უახლოეს დღეებში რაჭაშიც დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები