კივის მწარმოებელი კომპანიის „ნერგეტა“ თანადამფუძნებელმა კოტე ვეკუამ, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მომსახურების გაუარესებაზე განაცხადა.
„ყოველ წელს ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ვაგზავნით პროდუქტს ექსპორტზე. ყოველ წელს უარესდება მომსახურების ხარისხი და სისწრაფე ფოთის გეზ-ში. 1
საათი და 30 წუთია ავიღე რიგის ნომერი და ჯერ კიდევ ველოდები“, - წერს მეწარმე Facebook-ში თავის გვერდზე.
„ნერგეტა“ კივს ევროკავშირსა და იაპონიაში ყიდის.