ეროვნულმა ბანკმამ მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა.
ბრძანებით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეებია:
1. დაზუსტდა, რომ ქონების რეალიზაციისას ან/და რეკლამირებისას ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დაკავშირებული ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული ხორციელდება მხოლოდ უცხო ენაზე, ასევე დაემტა რომ ეს გამონაკლისი არ ვრცელდება გარე რეკლამაზე.
2. ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვის მოთხოვნიდან გამონაკლისებს, დაემატა კიდევ ერთი გამონაკლისი, კერძოდ, ქონების რეალიზაციისას ან/და რეკლამირებისას ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვის მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ აღნიშნული დაკავშირებულია სასტუმროს ან/და ტურისტული მომსახურების ინდივიდუალურ შეთავაზებასთან, თუ აღნიშნული მომსახურების საბოლოო მიმღებს წარმოადგენს არარეზიდენტი.
3. ასევე შეიცვალა მიდგომა და ამ ბრძანების მიზნებისათვის ფიზიკური პირის რეზიდენტობის დადასტურება მოხდება არა საგადასახადო კოდექსის მიხედვით, არამედ არარეზიდენტ ფიზიკურ პირად ჩაითვლება - უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ძალაში დღეს შევიდა. მეწარმეებს თავიანთი საქმიანობის ცვლილებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა 2018 წლის 1 აპრილამდე განესაზღვრათ.

























