მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ნაცვლად ახალი სსიპ "აწარმოე საქართველოში" იქმნება

58e4fe5ede3c5
სალომე მეცხვარიშვილი
06.04.17 10:00
3303
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ნაცვლად ახალი სსიპ "აწარმოე საქართველოში" იქმნება. შესაბამის დადგენილებას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი.

დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში ჩაითვალება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მეწარმეობის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და თანამშრომლები უნდა გადავიდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში შესაბამის თანამდებობებზე.

შგახსენებთ, რომ გასულ კვირას მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძრვანელმა ანა კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებებით ცვლილებები დააანონსა. მისი თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოში საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები: „აწარმოე საქართველოში“, „ერთიანი აგროპროექტი“, „მიკრო და მინი გრანტები“, „სტარტაპ საქართველო“ და ა. შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები