მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში 78 ათასზე მეტი მეწარმე სუბიექტი დარეგისტრირდა

639cab21882de
BM.GE
16.12.22 21:29
672
თითქმის ერთი წელია, რაც საქართველოში მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი მოქმედებს. 2022 წლის 1-ლი იანვრიდან აღნიშნული დოკუმენტი ბიზნესის დაფუძნების, მეწილეთა და კომპანიის დირექტორატის ვალდებულებებს განახლებული წესებით არეგულირებს. ახალი კანონმდებლობის ფარგლებში შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო დოკუმენტები ქვეყნდება.

მინისტრის საათის ფარგლებში რატი ბრეგაძემ სწორედ აღნიშნული კანონის შესახებ ისაუბრა და ბიზნეს სუბიექტებს ხელახალი სარეგისტრაციო პროცედურების დროულად გავლისკენ მოუწოდა.

„მეწარმე სუბიექტებისთვის დავნერგეთ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონით განსაზღვრული მომსახურება. შემუშავდა და დამტკიცდა სამეწარმეო საზოგადოების სტანდარტული წესდებები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს რეგისტრაციის წესებს“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში 2022 წლის 1 იანვრიდან სულ 78 ათასზე მეტი მეწარმე სუბიექტი დარეგისტრირდა.

როგორ მუშაობს „მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი“? - იურისტების შეფასებები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები