მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეხუთე სეზონი" მომხმარებლებს გაზაფხულამდე დაემშვიდობა

5c0681e58c988
მარიამ ადამია
04.12.18 17:31
2509
ყაზბეგის სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2360 მეტრზე მდებარე სასტუმრო “მეხუთე სეზონი “ მაისის შუა რიცხვებამდე მომხმარებლებს დაემშვიდობა.

მიზეზად კი, მკაცრი ბუნებრივი პირობები და შესაბამის მომსახურებაზე ნაკლები მოთხოვნა სახელდება.

გარდა ამისა, სასტუმრომდე სამანქანო გზა არ გადის, ფეხით კი, ზამთარში დიდთოვლობის გამო, მისვლა რთულდება.

“ზამთარში ვერ ვახერხებთ მომხმარებლებისთვის სრული კომფორტის შექმნას, რადგან ჯუთაში საკმაოდ მკაცრი ზამთარია, უხვი ნალექითა და ყინვებით. რთულია სასტუმრომდე ამოსვლა და შესაბამისად, სასტუმროში დასვენების მსურველებიც ნაკლებია. ამიტომაც მთელი სეზონის განმავლობაში სასტუმრო დახურულია და მხოლოდ გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებს ვმასპინძლობთ“, - აცხადებს BM.ge-სთან საუბარში სასტუმროს მფლობელი გელა არაბული.

სასტუმრო “მეხუთე სეზონს” სულ 15 ოთახი აქვს. აქედან 10 - პერსონალური სველი წეტილით, 5 კი - საერთო აბაზანითა და საპირფარეშოთი.

ახალი სეზონიდან არაბული სასტუმროს გაფართოებას აპირებს. კერძოდ, იგეგმება ოთახების დამატება და არსებული სერვისების გაუმჯობესება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები