გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი დამტკიცებულია. ახალი წესების დაცვა, სავალდებულო 2024 წლის 1-ლი ივლისიდან გახდება. დადგენილებით განისაზღვრა ის სამუშაოები, რაც 18 წლამდე მეზღვაური ბიჭებისა და გოგონებისთვის იკრძალება. მათ შორისაა განსაზღვრულზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება, საქვაბეებში და ავზებში შესვლა; არახელსაყრელ ჰიდრო-მეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან გემბანზე მუშაობა; ღამის ცვლაში ვახტის გაწევა და სხვა. გასულ წელს ასევე ამოქმედდა მეზღვაურთა შრომის კოდექსი, რომელიც საქართველოს დროშით მცურავ გემებზე, მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს განსაზღვრავს. როგორია დღეს მეზღვაურების როლი ეკონომიკაში, როგორია საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა სექტორზე და რა შეიცვალა კადრების მომზადების კუთხით?
სტუმარი: ირაკლი შარაბიძე - შორეული ნაოსნობის კაპიტანი/ საზღვაო საწვრთნელი ცენტრი "მერიდიანის" დირექტორი;