მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ბინები ტურისტებისათვის ყველაზე იაფი საქართველოშია. Airbnb-ის მიხედვით, ბინების საშუალო ფასმა აპრილში 45 დოლარი შეადგინა.
ბინების ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რუსეთში დაფიქსირდა - 134 დოლარი, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - 53 დოლარი, თურქეთი-50 დოლარი და სომხეთი - 49 დოლარი.
რაც შეეხება საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალქებს: ბინების დაჯავშნა ტურისტებს ყველაზე იაფად 35 დოლარად თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეუძლიათ, ხოლო ყველაზე ძვირად მოსკოვში, საშუალოდ 130 დოლარად. თბილისში ბინების საშუალო ფასმა Airbnb-ის მონაცემებით 44 დოლარი შეადგინა, ერევანში - 49 დოლარი, ხოლო ბაქოში - 54 დოლარი.

























