მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მგალობლიშვილზე გზის ჩანგრევის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს GWP აანაზღაურებს"

5cf4cff2d9e8b
ლიკა გურაბანიძე
03.06.19 11:43
1343
თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე გზის ჩანგრევის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს GWP აანაზღაურებს - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია GWP-ში განუცხადეს.

„მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანდა GWP-ის მაგისტრალური წყალსადენი; ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დაზიანებული მილის აღსადგენად 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

რაც შეეხება მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ზარალის მოცულობის დადგენა, რის მიხედვითაც მოხდება GWP-ის მიერ ზარალის ანაზღაურება“, - აცხადებენ GWP-ში.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დაზიანებული მილის აღსადგენად 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მისი შემოწმებაც მოხდება.

ცნობისთვის: თბილისში, დღეს ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე 900 მმ-იანი წყალსადენის მაგისტრალური მილი დაზიანდა; დაზიანებულმა მილმა მიწის ჩავარდნა გამოიწვია და ადგილზე მდგომი ორი ავტომობილი ჩაიყოლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები