საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ჯამში დაახლოებით 377.6 მილიონი ლარის ღირებულების 24 ტენდერი გამოაცხადა. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში ფონდის მიერ ერთდროულად გამოცხადებული ყველაზე მსხვილი შესყიდვაა.
შესყიდვები ძირითადად საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე ტურისტული, ურბანული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერების ნაწილი Design-Build მოდელით არის გამოცხადებული, რაც საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ერთიან შესყიდვაში განხორციელებას გულისხმობს.
ყველაზე მსხვილი, 100-100 მილიონი ლარის ღირებულების ორი ტენდერი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კიდევ ერთი მსხვილი პროექტი ქალაქ ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს, რომლის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი ლარია. 30 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერია გამოცხადებული ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპზე.
15 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი ითვალისწინებს ქალაქ ბაღდათში ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას. 5 მილიონი ლარის პროექტი კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფოკის დედათა მონასტერში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ასევე 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული ჭიათურის მუნიციპალიტეტში მღვიმევის დედათა მონასტრის ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, კაცხის სვეტის გადმოსახედისა და ბილიკის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის.
ტენდერების ნაწილი კი საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურას უკავშირდება. სამუშაოები დაგეგმილია კასპის, გორის, ადიგენის, საგარეჯოს, გურჯაანის, ქარელის, მარტვილის, აბაშის, ხობის, ზუგდიდის, ნინოწმინდის, ბორჯომის, სიღნაღის, ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის, წალკის, სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
ტენდერების პირობების მიხედვით, წინადადებების მიღების ვადები აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის მეორე ნახევრამდეა განსაზღვრული. ყველაზე გვიან, 23 სექტემბერს, სრულდება 100 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
| ტენდერის ბმული | პროექტის აღწერა | პროექტის სავარაუდო ღირებულება ლარებში | ტენდერში წინადადებების წარდგენის დასრულების ვადა |
| შესყიდვა | დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) | 100,000,000 | 23.09.2026 |
| შესყიდვა | აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) | 100,000,000 | 17.09.2026 |
| შესყიდვა | ქალაქ ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) | 30,000,000 | 14.09.2026 |
| შესყიდვა | გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია (მეორე ეტაპი) | 30,000,000 | 14.09.2026 |
| შესყიდვა | ქალაქ ბაღდათში ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) | 15,000,000 | 11.09.2026 |
| შესყიდვა | გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, მერეთში, სათემოსა და ზეღდულეთში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 10,765,059 | 04.09.2026 |
| შესყიდვა | საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, დუზაგრამასა და ქალაქ საგარეჯოში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 9,420,968 | 08.09.2026 |
| შესყიდვა | ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხალაწანში, მაღრაანსა და ქისტაურში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 8,529,808 | 01.09.2026 |
| შესყიდვა | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში, ჯიხაშკარსა და ახალაბასთუმანში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 7,452,069 | 01.09.2026 |
| შესყიდვა | სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ერისიმედსა და ხორნაბუჯში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 7,265,490 | 04.09.2026 |
| შესყიდვა | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ფონსა და მაწიმში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 7,265,490 | 04.09.2026 |
| შესყიდვა | კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანსა და ხოვლეში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 6,107,978 | 02.09.2026 |
| შესყიდვა | მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 5,216,818 | 08.09.2026 |
| შესყიდვა | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფოკის დედათა მონასტერში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) | 5,000,000 | 15.09.2026 |
| შესყიდვა | გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანსა და მუკუზანში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 4,843,660 | 04.09.2026 |
| შესყიდვა | გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარსა და ჩუმლაყში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 4,843,660 | 08.09.2026 |
| შესყიდვა | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 4,843,660 | 08.09.2026 |
| შესყიდვა | სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშსა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 4,843,660 | 04.09.2026 |
| შესყიდვა | ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 3,499,569 | 02.09.2026 |
| შესყიდვა | წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 3,499,569 | 11.09.2026 |
| შესყიდვა | ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 2,421,830 | 08.09.2026 |
| შესყიდვა | ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 2,421,830 | 04.09.2026 |
| შესყიდვა | ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები | 2,421,830 | 08.09.2026 |
| შესყიდვა | ჭიათურის მუნიციპალიტეტში მღვიმევის დედათა მონასტრის ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, კაცხის სვეტის გადმოსახედისა და ბილიკის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები | 2,000,000 | 11.09.2026 |




























