მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მღვიმეები, კანიონები და ვიზიტორთა ცენტრები აღდგომის დღეებში არ იმუშავებენ - დაცული ტერიტორიები სააგენტო

ოკაცეს კანიონი

საქართველოში მოქმედი მღვიმეები, კანიონები და ვიზიტორთა ცენტრები ვიზიტორების მიღებას 14 აპრილიდან განაახლებენ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა ცენტრები 9 აპრილიდან 13 აპრილამდე არ იმუშავებენ, მღვიმეები და კანიონები კი ვიზიტორებს 10 აპრილიდან 13 აპრილამდე არ მიიღებენ.

„ძვირფასო ვიზიტორებო, დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები არ იმუშავებს.

საქართველოს დაცული ტერიტორიები გელით 14 აპრილიდან“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები