მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

MGL Georgia: მომხმარებლებს ჩინეთში ტვირთის ინსპექტირების მომსახურებას სთავაზობს

5fe30cd737e72
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.20 13:34
493
სატრანსპორტო კომპანია MGL Georgia მომხმარებლებს ჩინეთში ტვირთის ინპექტირების მომსახურებას სთავაზობს.

„გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად საქონელმა უნდა გაიაროს წარმოების, შეფუთვის, ტრანსპორტირების და მიწოდების ეტაპები, მაგრამ გადაზიდვამდე არსებობს, გარკვეული რისკები როგორიცაა: კომერციული თაღლითობა, დაზიანებული პროდუქცია, ტვირთის შეუსაბამობა შეძენილი პროდუქტის ზომებთან, წონასთან, ხარისხთან და ა.შ.

აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ყველა ტიპის პროდუქტის ინსპექტირებას, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ადგილზე: პორტში, მომწოდებლის მისამართზე, ტვირთის დატვირთვამდე და დატვირთვისას, დამოკიდებულია შემკვეთის მოთხოვნაზე და პროდუქციის სპეციფიკაზე. ინსპექტირების რაპორტი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ტვირთზე და ასევე ვიდეო და ფოტო მასალას“, - განმარტავენ კომპანიაში.

სიახლეების გამოსაწერად გთხოვთ გადახვიდეთ კომპანიის Facebook და Linkedin-ის ბმულებზე.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები