მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მგლებისა და ტურების დათვლის ₾355 000-იანი ტენდერი ჩავარდა

მგელი

საქართველოში ტურის (Canis aureus) და მგლის (Canis Lupus) პოპულაციების არეალის და რიცხოვნობის შეფასებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მათი მართვის გეგმების შემუშავების 355 ათას ლარიანი ტენდერი ჩავარდა.

მიზეზი, პრეტენდენტების არარსებობაა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის მიზანია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG 15) და ევროკავშირის დირექტივებთან.

გასაწევი მომსახურება კი, უნდა ყოფილიყო შემდეგი: პროექტით უნდა შერჩეულიყო საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში, შემდეგი ფაქტორების მიხედვით:

ა) იქ, სადაც გახშირებულია ცხოველთა თავდასხმები, ან/და შეიმჩნევა მათი რიცხოვნობის ზრდა;

ბ) იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას სხვა სახეობების (ბუნებრივი მსხვერპლი სახეობები) პოპულაციებზე;

გ) პოპულაციების მდგომარეობის და სიმჭიდროვის შესახებ, კვლევების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განზოგადება/მოდელირება, სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობასთან.

კვლევის შედეგად უნდა დადგენილიყო/დაზუსტებულიყო ტურის და მგლის პოპულაციების არეალი, რიცხოვნობა და მათი გავლენა ველურ ბუნებაში არსებულ სხვა სახეობებზე. ტენდერის პირობებით, გამარჯვებულს 5 წლიანი გამოცდილება მოეთხოვებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები