მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მგონი, კარგი რაღაც გამოგვივიდა და ღია კარს ნუ ამტვრევთ” - ამილახვარი სტუდენტებისთვის დავალიანების განულებაზე

განათლების მინისტრი

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის, მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მთავრობა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების გასანულებლად ყველა, კერძო თუ საჯარო, უნივერსიტეტს სწავლის საბაზრო ღირებულების 20%-ს აუნაზღაურებს. ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ რჩება მოგებული ამ შეთავაზებით, მინისტრი პასუხობს.

“უნივერსიტეტები მოგვაწოდებენ თავიანთ სიებს, რა თანხაც არ უნდა იყოს, შეთანხმება გაფორმებულია, იმის 20% იქნება მყისიერად გადახდილი. ამით მოგებული რჩება უნივერსიტეტი, რომელსაც საერთოდ დაკარგული ჰქონდა ეს ფული, მოგებული რჩება, ბუნებრივია, სტუდენტი, რომელსაც ვალი გაუნულდა და მოგებული რჩება საზოგადოება და ქვეყანა, რომელიც 30 000 ადამიანს გაააქტიურებს. 

მე მგონი კარგი რაღაც გამოგვივიდა და ღია კარს ნუ ამტვრევთ”, - ამბობს განათლების მინისტრი.

რა პირობებით გაუნულდებათ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანებები? - მინისტრის განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები