მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MGROUP-მა ფურშეტების ორგანიზების სერვისი დააპაუზა

5fa0323ac4ede
ანუკა ჯოხაძე
02.11.20 21:00
1148
კომპანია MGROUP-მა ე.წ ქეითერინგ სერვისი (ფურშეტების ორგანიზება) დააპაუზა. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის საოპერაციო დირექტორმა გიორგი მურჯიკნელმა განუცხადა. MGROUP-ში ამბობენ, რომ რესტორნებზე მძიმე მდგომარეობაში ამ ეტაპზე სწორედ ე.წ ქეითერინგ კომპანიები არიან. სხვა კომპანიების მსგავსად MGROUP-საც შეუმცირდა მოთხოვნა აღნიშნულ სერვისზე, რის გამოც მენეჯმენტს მისი შეჩერების გადაწყვეტილების მიღება მოუხდა. 

“ცხადია, 10-კაციანი ღონისძიებების ჯავშნები და შეკვეთები ვერ იქნება საინტერესო ჩვენი მასშტაბის კომპანიისთვის. ეს პირდაპირპროპორციულად ფინანსურ ზარალს ნიშნავს, ამიტომ ჩვენ დაპაუზებული გვაქვს ეს მიმართულება. ჩვენი ქეითერინგი, საკმაოდ მოცულობითი და მასშტაბურია აქედან გამომდინარე ადამიანის რესურსისა და კვებითი პროდუქტების ხარჯვითი ნაწილის გარდა, არის უზარმაზარი კომუნალური ხარჯები, რომელიც წარმოების ინტენსიურად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს, ამიტომ ჩვენც, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ქეითერინგ კომპანიები ამ ეტაპზე საქმიანობას არ ვახორიციელებთ", - ამბობს MGROUP-ის საოპერაციო დირექტორი გიორგი მურჯიკნელი.

მურჯიკნელი პოზიციტიურ პროგნოზებს აკეთებს და ამბობს, რომ რესტორნებისგან განსხვავებით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქეითერინგის სერვისის მიმწოდებელი კომპანიები აღდგენას უფრო მცირე დროში მოახერხებენ, რადგან სოციალურ ღონისძიებებზე მოთხოვნა გაიზრდება.

ცნობისთვის, covid-19-ის გავრცელების რისკების გამო, ქვეყანაში ქორწილები, ქელეხები და სხვა სოციალური ღონისძიებები აკრძალულია, გარდა საარჩევნო კამპანიისა, სადაც შეკრებისას ჯანდაცვის ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს გათვალისწინებული. შესაბამისად იკლო ფურშეტების ორგანიზების სერვისზე მოთხოვნამაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები