„მგზავრები“ თელავში ახალი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. სასტუმრო კომპლექსი ხუთვარსკვლავიანი იქნება და ოპერირებას „ბესთ ვესთერნ პრემიუმის“ ბრენდით განახორციელებს. „მგზავრების“ ახალი პროექტი თელავის ცენტრში განთავსდება. სასტუმროს საკუთარი ვენახები ექნება, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა რთველში და საკუთარი ღვინოც დაწუროს. „ჩვენ გვინდა, აქაც პირველები ვიყოთ და კახელებს კარგი პროექტი შევთავაზოთ. ამ რეგიონს ტურისტულად დატვირთვის შედარებით ხანგრძლივი პერიოდი აქვს, რაც მყიდველისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მას,“- აცხადებს მგზავრების დამფუძნებელი, დავით ცერცვაძე.
„მგზავრების“ პორტფელი ბაკურიანში 11 დასრულებულ პროექტს მოიცავს, 4 აპარტოტელს გონიოში და 47 ნომრიან სასტუმროს გუდაურში.

























