მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მგზავრების უნებართვოდ გადაყვანა დასჯადი გახდა - მოგვარდა თუ არა ე.წ. "ხიშნიკების" პრობლემა ავტოსადგურებზე?

1 მარტიდან საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება უწევთ. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ავტოსადგურებს სერტიფიცირება, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვის აღება სჭირდებათ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საქმიანობის უნებართვო განხორციელება დასჯადი ხდება.

კერძოდ: საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. ხოლო ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით გამოვლენაზე ჯარიმა - 2 000S ლარი იქნება;

ავტოსადგურის მიერ ავტოსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.

ამოქმედდა თუ არა რეალობაში ყველა მგზავრთგადამყვანისთვის საერთო თამაშის წესები, დეტალებზე სასაუბროდ პირდაპირ ეთერში ნესტორ მიქატაძე - „დიდუბის ავტოსადგურის“ დირექტორი შემოგვიერთდება.

სტუმარი: ნესტორ მიქატაძე - „დიდუბის ავტოსადგურის“ დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები