აეროპორტის მგზავრთა კმაყოფილების მსოფლიო პროგრამა ASQ 110 ქვეყნის 400 აეროპორტს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს და მგზავრთა გამოკითხვის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტებს ავლენს.
2024 წლის რეიტინგი უკვე გამოქვეყნდა და საუკეთესო აეროპორტებს 6 სხვადასხვა კატეგორიაში ავლენს. ეს უნიკალური პროგრამა მგზავრთა გამოკითხვას ლაივ-რეჟიმში, მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტში ახორციელებს.
კატეგორიები:
გამგზავრება:
- საუკეთესო აეროპორტი ზომით და რეგიონით
- ყველაზე თავდადებული თანამშრომლები
- მგზავრობის ყველაზე მარტივი გამოცდილება
- ყველაზე სასიამოვნო აეროპორტი
- ყველაზე სუფთა აეროპორტი
ჩამოფრენა:
- საუკეთესო აეროპორტი ჩასაფრენად
ASQ Awards-მა რეგიონების მიხედვით გამოავლინა ის აეროპორტები, რომლებმაც გაფრენის ხუთივე კატეგორიაში მოწინავე პოზიციები დაიკავეს. ესენია:
- აფრიკა: Dakar Blaise Diagne International Airport
- აზია-ოკეანია: Beijing Daxing International Airport, Singapore Changi Airport, Sultan Aji Muhammad Sulaiman International Airport, Sultan Hasanuddin International Airport
- ევროპა: Milas-Bodrum Airport, Rome Fiumicino Airport
- ლათინური ამერიკა: Chihuahua International Airport, Mazatlán International Airport, Monterrey International Airport
- შუა აღმოსავლეთი: Salalah Airport
- ჩრდ. ამერიკა: Gerald R. Ford International Airport, Greenville-Spartanburg International Airport
საუკეთესო აეროპორტები ჩასაფრენად:
Bahrain International Airport (ბაჰრეინი, ბაჰრეინი)
Kempegowda International Airport (ბანგალორი, ინდოეთი)
Mangaluru International Airport (მანგალურუ, ინდოეთი)
Zayed International Airport (აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები)




























