მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მგზავრებს BTK-ით სარგებლობა 2019 წლიდან შეეძლებათ

5af3d1d02ddc4
BM.GE
10.05.18 09:22
1713
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სარგებლობა მგზავრებს 2019 წლიდან შეეძლებათ. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა ჯავიდ გურბანოვმა განაცხადა. მისი თქმით, მგზავრების გადაყვანა მას შემდეგ დაიწყება, რაც ,,Stadler''-ის სამგზავრო მატარებლების შეკვეთას მიიღებენ. ,,მე შევხვდი ,,Stadler''-ის წარმომადგენლებს, რომლებმაც მითხრეს, რომ მატარებლები 2019 წლის დასაწყისში იქნება მზად'' - განაცხადა გურბანოვმა. 

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა  ოფიციალურად გასულ წელს გაიხსნა. 

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. აღნიშნული რკინიგზა სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები