"მიაწექი სწავლას" - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც კომპანია "ნიკორა ტრეიდი" სტუდენტებისთვის ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, კომპანია ყველა იმ სტუდენტს რომელიც "ნიკორას სუპერმარკეტში" ოქტომბრიდან დასაქმდება - სწავლის გადასახადს დაუფინანსებს. მიაწექი სწავლას ფარგლებში "ნიკორა ტრეიდმა" უნივერსიტეტებთან მემორანდუმი გააფორმა. საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები აღნიშნულ პროექტს დიდი მონდომებით უერთდებიან და კერძო ბიზნესის ასეთ სასარგებლო ჩართულობას მიესალმებიან.
სტუმრები: თემურ ალექსანდრია - "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი;
თათია ბაკაშვილი - "ნიკორა ტრეიდის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;