ამერიკელი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ თვლის, რომ მსოფლიოში განათლების სისტემას „რევოლუცია სჭირდება“. ფიზიკოსმა გასულ წლებში ამერიკის განათლების სისტემას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი უწოდა, გასულ კვირას კი დენვერში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით - „ტექნოლოგია განათლებაში“, მან მსოფლიო განათლების სისტემის ხარვეზებზე ისაუბრა.
"ჩვენ აღარ ვცხოვრობთ 1950-იან წლებში, ჩვენ გვჭირდება რევოლუცია განათლების სისტემაში. მომავლის პროფესიები მოითხოვენ კრეატიულობას, წარმოსახვის უნარს და გამოცდილებას. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ახალგაზრდა თაობა მომავლისთვის“, - განაცხადა კაკუმ.
მისივე თქმით, მომავალში მსოფლიო ეკონომიკის სტიმულორებას შემდეგი სამი სფერო მოახდენს: ბიოტექნოლოგია, ნანოტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტი.
"მომავალში პედაგოგების მთავარი მიზნები შეიცვლება, მათ მოსწავლეებს უნდა ასწავლონ, თუ როგორ დააგროვონ სიმდიდრე მომავალში და მეხსიერებითი უნარის გარდა , სხვა პრინციპებიც უნდა განავითარონ“, - ამბობს კაკუ.
ISTE-ს კონფერენციაზე მიჩიო კაკუს გამოსვლას აპლოდისმენტები მოჰყვა.
წყარო: edtechmagazine

























