კომპანია Microsoft-ის განცხადებით ის სოციალური ქსელის LinkedIn-ის შეძენას აპირებს, 26,2 მილიარდ დოლარად. Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნული გარიგებით კომპანია Microsoft აპრებს „მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი საქმიანი ქსელი დააკავშიროს ერთმანეთს“.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სოციალური ქსელის დამოუკიდებლობა შენარჩუნდება და მას კვლავ იმავე ხელმძღვანელობა ეყოლება.
Bloomberg-ის მონაცემებით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდი დოლარით აღემატება სოციალური ქსელის ფასს.
მას შემდეგ რაც კომპანიამ განცხადება გაავრცელა გარიგებაზე, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე LinkedIn-ის აქციების ფასი 49%-ით გაიზარდა ხოლო Microsoft-ის კი 3,7%-ით დაეცა.

























