მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft და OpenAI მონაცემთა ცენტრის ასაშენებლად $100 მილიარდს დახარჯავენ

microsoft

Reuters-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI, თავის მთავარ ინვესტორ Microsoft-თან ერთად, მონაცემთა ცენტრის პროექტზე მუშაობს, რომლის ღირებულებაც $100 მილიარდს აღწევს. პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერის, Stargate-ის შექმნაც, რომლის გამოშვების ვადაც 2028 წელია.

გენერაციული AI ტექნოლოგიის სწრაფმა ადაპტაციამ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებზე მოთხოვნა წარმოუდგენელი ტემპით გაზარდა, რის გამოც გაცილებით ძლიერი ცენტრების მშენებლობის საჭიროებაც გაჩნდა. სწორედ ამიტომ, წყაროს ინფორმაციით, Microsoft-ი იქნება კომპანია, რომელიც აქამდე არსებულ ყველაზე მასშტაბურ ცენტრებზე, საშუალოდ, 100-ჯერ უფრო ძვირად ღირებულ პროექტს დააფინანსებს.

Reuters-ის ცნობით, Stargate-ი იქნება ყველაზე მასშტაბური სუპერკომპიუტერი, რომელზეც OpenAI, Microsoft-თან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში იმუშავებს. OpenAI-ის CEO-ს, სემ ალტმენის გეგმის თანახმად, კომპანია სხვადასხვა სახის სუპერკომპიუტერს 5-ფაზიანი პროექტის ფარგლებში გამოუშვებს, რომლის მეხუთე, ბოლო ფაზაც სწორედ Stargate-ი იქნება.

პროექტის ვადებისა და ღირებულების შესახებ უცხოური მედიასააგენტოები აქტიურად იტყობინებიან, წყარო კი ალტმენთან “დაახლოებული პირია”, თუმცა კომპანიების მხრიდან აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებული ჯერ არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები