მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ი ბირთვული სინთეზით გენერირებულ ელექტროენერგიას შეისყიდის

645cc0ae539f7
გიორგი თოლორდავა
12.05.23 00:25
1162
უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ი უახლოეს მომავალში ბირთვული სინთეზის შედეგად გენერირებულ ელექტროენერგიას შეისყიდის. Microsoft-სა და კომპანია Helion Energy-ს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, ელექტროენერგიის მიწოდებას კი Helion-ის ბირთვული სადგური ხუთ წელიწადში დაიწყებს, როდესაც მისი მშენებლობა დასრულდება.

ბირთვული სინთეზი ენერგიის გამომუშავების უახლესი მეთოდია, რომელიც საწვავად არა რადიოაქტიურ ნივთიერებებს, არამედ ატომების შეჯახების პროცესს იყენებს. უფრო კონკრეტულად, თერმობირთვული შერწყმა არის რეაქცია, რომელიც ხდება ვარსკვლავის ცენტრში. ამ დროს ორი ბირთვი ერწყმება ერთმანეთს და ერთი უფრო მძიმე ბირთვი წარმოიქმნება. ეს პროცესი გამოყოფს დიდი რაოდენობით სითბოს და ენერგიას, თუმცა მას თან არ ახლავს ბირთვული ნარჩენები და სათბური აირები, რაც ამ პროცესს უაღრესად სუფთა ენერგიის წყაროდ აქცევს.

ამ ეტაპზე ბირთვული სინთეზის მეთოდი ადრეული გამოცდების ეტაპზეა, თუმცა ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე მსოფლიოს მასშტაბით 30-ზე მეტი მსხვილი კომპანია მუშაობს, მათ შორისაა Helion Energy, რომელსაც ბირთვული რეაქტორის უნიკალური პროტოტიპი აქვს, რომელიც ტრიტიუმის ნაცვლად, ჰელიუმს იყენებს.

კომპანია Helion-ის გეგმის გამართლების შემთხვევაში, ელექტროსადგური 2028 წლიდან ამუშავდება და ის 50 მეგავატი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს. Microsoft-ის წარმომადგენლობის განმარტებით, ბირთვულ ენერგიას კოლოსალურად დიდი პოტენციალი აქვს, ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე ძალისხმევას კი Microsoft-ი არ დაიშურებს.

ბოლო პერიოდში კომპანია Helion-მა 570 მილიონი დოლარის ვენჩერული კაპიტალის მოზიდვა შეძლო, აქედან 375 მილიონი დოლარი კი Microsoft-ის შვილობილი კომპანიის, OpenAI-ის გენერალური დირექტორის მიერ არის ინვესტირებული.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები