მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Microsoft-ი და Facebook-ი კანადაში საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებისთვის ზომებს გაამკაცრებენ

5ced4febdb913
მიშა ხაჩიძე
29.05.19 00:10
815
Microsoft-ი და Facebook-ი კანადაში საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებისთვის ზომებს გაამკაცრებენ.

“როიტერსის” ინფორმაციით, ტექნო გიგანტები საკითხზე უკვე შეთანხმდნენ და ოქტომბრის არჩევნებისთვის ერთობლივად ითანამშრომლებენ.

კერძოდ, როგორც კანადის დემოკრატიული ინსტიტუციების მინისტრმა კარინა გულდმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, კონკრეტული მექანიზმებით Microsoft-ი და Facebook-ი ე.წ. ფეიქ ნიუსებთან ბრძოლას, ყალბი ექაუნთების წაშლასა და ბოტების შეტევებთან გამკლავებას მოახერხებენ.

მინისტრმა სხვა სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტ პლატფორმებს იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა, რათა არჩევნები კანადაში დემოკრატიულად და სამართლიანად წარიმართოს.

შეგახსენებთ რომ, ე.წ. არჩევნებში ჩარევასთან ბრძოლის განყოფილება Facebook-მა რამდენიმე ქვეყანაში მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში ცოტა ხნის წინ შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები