Microsoft-ი General Motors-ის თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებელ კომპანია Cruise-ში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, Microsoft-ი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს რა რაოდენობის წილს მიიღებს $2 მილიარდის ინვეტიცირების სანაცვლოდ, თუმცა General Motors-ში აღნიშნავენ, რომ Microsoft-ი Cruise-ის მნიშვნელოვანი აქციონერი გახდება.
აღსანიშნავია, რომ გარიგების ფარგლებში Cruise-ი და GM-ი ასევე გამოიყენებენ Microsoft-ის Azure cloud computing პლატფორმას თვითმართვადი ავტომობილების განვითარებაში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ General Motors-ის თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებელ კომპანია Cruise-ში ასევე ინვესტირება განახორციელა Honda-მაც.
თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Cruise-ი 2013 წელს დაარსდა, ამჟამად კომპანიის საბაზრო ღირებულება 30 მილიარდი აშშ დოლარია.