მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ის დაარსებიდან 49 წელი გავიდა – კომპანიის წარმატების მოკლე ისტორია

Microsoft

დღეს ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს, Microsoft-ს 49 წელი შეუსრულდა. 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანია დააფუძნეს, რომელიც ამჟამად 3 ტრილიონ 170 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ამჟამად ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. დMicrosoft-ზე დიდი და ძვირად შეფასებული კომპანია პლანეტაზე არ არსებობს. მისი კაპიტალიზაცია იმდენად დიდია, რომ მას თუ სახელმწიფოების ეკონომიკებს შევადარებთ, ის რეიტინგში მე-7 ადგილს დაიკავებს და საფრანგეთს, იტალიას, ბრაზილიასა თუ რუსეთს გადაუსწრებს.

Microsoft-ის წარმატება პირდაპირ კავშირშია საოპერაციო სისტემა Windows-თან, რომელიც გამოშვების დღიდან ბაზრის მთავარი მოთამაშეა.

კომპანიის მეორე ძირითადი პროდუქტი Office 365-ია, ანუ ციფრული ნაკრები რომელიც ისეთ საოფისე პროგრამებს აერთიანებს, როგორიცაა: Word, Excel, PowerPoint და Outlook.

გარდა ამისა, Microsoft-ს მაღალ დონეზე აქვს განვითარებული Cloud-მიმართულება ანუ Azure-ი, რომელიც ბაზრის თითქმის მესამედს იკავებს.

ახლა უკვე Microsoft-ის მთავარი კოზირი მისი შვილობილი კომპანია OpenAI-ია, რომელიც, როგორც იცით, ათწლეულის მთავარ ტექნოლოგიას, ChatGPT-ის ფლობს, მისი დახმარებით კი ის ახალ მწვერვალებს აღწევს. ხელოვნური ინტელექტის წყალობით, შესაძლოა, Microsoft-ის 50 წლის იუბილე $4-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით აღვნიშნოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები