მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Microsoft-ის საკითხი პრემიერის დონეზე დავაყენეთ, ჭიდაობა მიდიოდა უკვე დიდი ოფისების ჰოლებში"

581b42d9b16e3
ნინო კვინტრაძე
03.11.16 18:00
3132
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც კომპანიამ Microsoft ქართულ ბიზნესს პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად განსხვავებული პირობები შესთავაზა კომპანიების მხრიდან საკითხზე პრეტენზიები ბიზნეს ასოციაციაში აღარ შესულა. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მაიკროსოფტმა ბიზნესს განვადების პირობები პირადად გააცნო და შესაბამისად კომპანიების ნაწილმა ლეგალური პროგრამების შეძენა დაიწყო.

"საკითხი პრემიერის დონეზე დავაყენეთ ერთ-ერთ შეხვედრაზე. აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა საბოლოოდ მივდეით კონსესუსამდე. აღმასრულებლების მეშვეობით შევარდნები კომპანიებში და დაყადაღებები შეწყდა.

ჭიდაობა მიდიოდა უკვე დიდი ოფისების ჰოლებში და ამიტომ ჩვენი მხრიდან უცაბედი რეაქცია იყო.

მთავარმა ოფისმა დაიქირავა რამდენიმე იურიდიული სამსახური, აღმასრულებლების მეშვეობით შედიოდნენ ოფისებში და უყადაღებდნენ ქონებას, მათ ვისაც ჰქონდა არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფა.

ამჯერად არცერთი პრეტენზია აღარ შემოსულა", - განაცხადა პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ Microsoft პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ქართულ კომპანიებს განვადებას სთავაზობს. როგორც კომპანიის ქართულ წარმომადგენობაში "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადეს, სალიზინგო ხელშეკრულებით სარგებლობას ბიზნესს თიბისი ბანკი სთავაზობს.

Microsoft პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ქართულ კომპანიებს განვადებას სთავაზობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები