მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი: ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება

5bd3011f64587
სალომე მეცხვარიშვილი
26.10.18 16:34
1525
ტალანტი არის ის, რაც საქართველოში მიზიდავს,- ასეთია Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტის შეფასება საქართველოზე. რიჩარდ მაკენიფი ქვეყანას რამდენიმედღიანი ვიზიტით გლობალური ფორუმის, Welcome Challenge-ს ფარგლებში ეწვია. ფორუმზე ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ინოვაციების როლზე საუბრობდნენ. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადავ რიჩარდ მაკენიფმა საქართველოზე ისაუბრა:

- საქართველო პატარა ქვეყანაა დიდი პოტენციალით - ხშირად გაგვიგია ასეთი შეფასება. მაგრამ ჩვენ გვაქვს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა. რა იქნება თქვენი რეკომენდაციები ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა? როგორ შეიძლება მიმზიდველი გავხდეთ მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის?

- გეორგაფიული მდებარეობა სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება სწორედ ინტერნეტის გამო. სხვათა შორის დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ თუ რამდენად კარგად არის საქართველოში განვითარებული ინტერნეტი. როგორც ვთქვი, ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანი აღარ არის, მე და ჩემი გუნდი მაგალითად 10-12 ქვეყანაში მუშობს. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ გაქვთ ანტრეპრენიორული სული, გყავთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან გამოწვევებთან გასამკლავებლად. ასევე ისეთი ღონისძიებები, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, welcome challenge, კარგი საშუალებაა ბიზნესისთვის დაელაპარაკონ პოტენციურ პარტნიორებს, გააცნონ საკუთარი თავი.

- და მაინც რატომ შეიძლება საქართველო მიმზიდველი იყოს მაღალტექნოლოგიური ბიზნესისთვის?

- ტალანტი, რომელიც აქ არის, მართლაც მიმზიდველია. მე პირადად სწორედ ეს მომწონს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები